ევქრომატინი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ევქრომატინი – (euchromatinum ბერძნ.eu – კარგი, ნამდვილი და იხ.ქრომატინი; ქრომატინი დეკონდენსირებული) ქრომატინის სრული დეკომპლექსაციის ზონებია, ქრომოსომების ნაწილი კი აქტიურად მოფუნქციე ნივთიერება დესპირალიზებულ ქრომოსომათა უბნებ­ში, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ინტერფაზაში ძლიერ იშ­ლება, იბერება და სუსტი შეღებვის გამო უხილავია სინათლის მიკროსკოპიის დროს. ეუქრომატინი გენეტიკურად უფრო აქტიური მა­სალაა, ვიდრე ჰე­ტეროქრომატინი . ეუქრომატინის მთავარი ქიმიური კომპონენ­ტებია დესპირალიზებული დნმ. კასპერსონის მიხედვით, ქრომო­სომების ეუქრომატულ უბნებში სინთეზდება გლობულური ცილები. მი­ტოზის დროს, როდესაც ქრომოსომების სპირალიზაცია მიმდინარეობს, ეუქრომატული უბნები ინტენსიურად იღებება და ხილული ხდება ქრომოსომების შემადგენლობაში. ტერმინი შემოიღო ჰეიტცმა (1912). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა