ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირალიზაცია – ქრომოსომების (spiralisatio chromosomatum) ქრომონემების დახვევა სპირალისებურად მიკროსკოპში ხილული ქრომოსომების წარმოქმნით, რომლებიც იქამდე უხილავი არიან თავისი დესპირალიზებული მდგომარეობის გამო. ეს პროცესი იწყება მიტოზის ან მეიოზის პროფაზაში. ქრომონემული სპირალის დახვევა მაქსიმუმს აღწევს მეტაფაზაში. ანაფაზის განმავლობაში ქრომოსომები არ იცვლის სპირალიზაციის დონეს. მიტოზის (ან მეიოზის) ტელოფაზაში იწყება ქრომონემული სპირალის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევქრომატინი – (euchromatinum ბერძნ.eu – კარგი, ნამდვილი და იხ.ქრომატინი; ქრომატინი დეკონდენსირებული) ქრომატინის სრული დეკომპლექსაციის ზონებია, ქრომოსომების ნაწილი კი აქტიურად მოფუნქციე ნივთიერება დესპირალიზებულ ქრომოსომათა უბნებში, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ინტერფაზაში ძლიერ იშლება, იბერება და სუსტი შეღებვის გამო უხილავია სინათლის მიკროსკოპიის დროს. ეუქრომატინი გენეტიკურად უფრო აქტიური მასალაა, ვიდრე ჰეტეროქრომატინი .