ერითროციტოზი მემკვიდრულ – ოჯახური

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერითროციტოზი მემკვიდრულ – ოჯახური – (ბერძ. erythros წითელი + kytos უჯრედი; სინ.: ოჯახური კეთილთვისებიანი პოლიციტემია, ბავშვთა პირველადი ერითროციტოზი, ბავშვობის ჭეშმარიტი პოლიციტემია) გენეტიკურად განპირობებული დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის გაზრდით, სისხლის წებოვნების ცვლილებებით და მიკროცირკულაციის დარღვევებით. კლინიკურ სურათში ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი, დაღლა, ტკივილი ქვედა კიდურებში და გულის არეში. ყველა ავადმყოფს აღენიშნება წითელი ციანოზი, ზომიერი ჰეპატომეგალია და სპლენომეგალია, ,,დოლის ჩხირების” და ,,საათის მინების” სიმპტომები; გართულებებიდან განსაკუთრებით ხშირია თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი და კაპილარული სისხლდენა. სისხლში აღინიშნება ჰემოგლობინის შემცველობისა და ერითროციტების რაოდენობის გაზრდა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა