ეფექტორი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეფექტორი – 1. ეფექტორული ორგანო, ადამიანისა და ცხოველის ყველა ორგანო (მაგ., კუნთები, ჯირკვლები), რომლებიც თავისი მოქმედებით უზრუნველყოფს ორგანიზმის საპასუხო რეაქციას შინაგან და გარეგან გაღიზიანებაზე. ეფექტორი რეფლექსური რკალის საბოლოო რგოლია. ნერვული სისტემის მოქმედება ორგანიზმის ამა თუ იმ რექციის დროს გაპირობებულია ეფექტორით. რეფლექსური აგზნების გარდა შესაძლებელია ეფექტორის უშუალო ამოქმედებაც ქიმიური ნივთიერებით სისხლისა (ჰორმონებით) და ლიმფის მეშვეობით. 2. ნივთიერება, რომელიც ააქტივებს ან თრგუნავს ფერმენტების მოქმედებას. [“1”] ეფექტორი – (effector ლათ.effector – მოქმედების შემსრულებელი) სომატური ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოტორული უჯრედების – ნეირიტების ტერმინალური აპარატები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა