ვირუსული კონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვირუსული კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. უხშირესად 3 და 7 ტიპის ადენოვირუსი. წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ზედა სასუნთქი გზების დაზიანებას (ფარინგო – კონიუნქტივალური ცხელება), ლიმფური კვანძების გადიდებას და მტკივნეულობას. სიმპტომები. დაავადების დასაწყისი მწვავეა, სხეულის ტემპერატურა მატულობს 38 – 40 გრადუსამდე, ჩნდება ყელში ფხაჭნის, თვალის ქავილის და დანაგვიანების შეგრძნება. აღინიშნება კონიუნქტივის ჰიპერემია, მასში დიდი რაოდენობით ფოლიკულები. ვლინდება ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლების გადიდება. ზოგჯერ აღინიშნება რქოვანაში წერტილოვანი ინფილტარტები. ადენოვირუსული კონიუნქტივიტის ფორმები – ფოლიკულური, აპკოვანი, კატარული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა