თავის ტვინის ფუნქციონალური ასიმეტრია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თავის ტვინის ფუნქციონალური ასიმეტრია – თავის ტვინის დიდი ნახევრასფეროების სპეციალიზაციის ფენომენი გარკვეული უმაღლესი ტვინოვანი ფუნქციების შესასრულებლად: ერთი სახის უმაღლესი ტვინოვანი ფუნქციის შესრულებისას წამყვანია მარცხენა ნახევარსფერო, ხოლო სხვების შესასრულებლად – მარჯვენა. თავის ტვინის ცალმხრივი დაზიანების მქონე ავადმყოფთა გამოკვლევისას, ექსპერიმეტალური მეთოდები და გამოკვლევები აჩვენებენ, რომ მემარჯვენეებში მარცხენა ნახევარსფერო უპირატეს როლს ასრულებს მეტყველების ფუნქციების, კითხვის, წერის, ვერბალური მეხსიერებისა და ვერბალური აზროვნების უზრუნველსაყოფად. მარჯვენა ნახევარსფერო წამყვან როლს ასრულებს არამეტყველებითი, მაგ. მუსიკალური სმენის, მხედველობით – სივრცითი ორიენტაციის, არავერბალური მეხსიერების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მარცხენა ნახევარსფერო ორიენტირებულია მომავალი მდგომარეობის პროგნოზირებაზე, ხოლო მარჯვენა – გამოცდილებასა და მიმდინარე მოვლენებზე. თავის ტვინის ნახევარსფეროების სპეციალიზაცია ფორმირდება 14 – 16 წლის ასაკში და აქვს დიფერენციალური ხასიათი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა