კარიოსომები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარიოსომები – (caryosomata ბერძნ.caryon  –  ბირთვი და soma, somatos  –  სხეული; სინ. ქრომოცენტრები) უჯრედის ბირთვში მსხვი­ლი და მკვრივი ინტენსიურად შეღებვადი ქრომატინის ბელტები, რომ­ლებიც გარეგნულად ბირთვაკების მსგავსია, ამიტომ კარიოსომებს ზოგ­ჯერ ქრომატინულ ანუ ცრუ ბირთვაკებს უწოდებენ. ნამდვილი ბირთვა­კებისაგან ისინი განსხვავდებიან ქიმიური შედგენილობით, რისი განსაზღვრაც ადვილია პირონინით დიფერენცირებული შეღებვის გამოყე­ნებით. უკანასკნელი წითლად ღებავს Hნმ  –  ს შემცველ ნამდვილ ბირთ­ვაკებს, მაშინ როდესაც ქრომატინული ბირთვაკები / ანუ კარიო­სომები / შეუღებავი რჩება. სინ. ქრომოსომები . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა