ლინიაკის სინდრომი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლინიაკის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, გამოწვეული ცისტინის ცვლის დარღვევითა და მისი კრისტალების ჩალაგებით ძვლის ტვინის რეტიკულურ უჯრედებში, ღვიძლში, ელენთაში და ლიმფურ სისტემაში და ასევე რქოვანას უჯრედებსა და კონიუნქტივაში. დამახასიათებელია ზრდაში ჩამორჩენა, ძვლებში რაქიტისებური ცვლილებების განვითარება, მხედველობის დარღვევა, ამინოაციდურია, გლიკოზურია, ჰიპოფოსფატემია და ანემია. მემკვიდრეობითი გადაცემა რეცესიული ტიპით. სინონიმები: აბდერჰალდენ – კაუფმან – ლინიაკის სინდრომი, აბდერჰალდენ – ფანკონის სინდრომი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook