მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეხსიერება – 1. (ფსიქოლოგია)წარსული გამოცდილების ორგანიზაციისა და შენახვის პროცესები, რომელიც შესაძლებელს ხდის მის განმეორებით გამოყენებას საქმიანობაში, ან აბრუნებს ცნობიერების სფეროში. მეხსიერება აკავშირებს სუბიექტის წარსულს მის აწყმოსთან და მომავალთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემეცნებით ფუნქციას, რომელიც საფუძვლად უდევს განვითარებასა და სწავლებას. 2. (ინტ.)memory – ზოგადად: ობიექტის უნარი, შეინახოს ინფორმაცია; კომპიუტერულ ტექნოლოგიებში – დამამახსოვრებელიმოწყობილობების მიერ მონაცემთა ორგანიზებული სახით შენახვისა და აღწარმოების უნარი. სწრაფმოქმედებიდან გამომდინარე, გამოყოფენ შემდეგ ჯგუფებს: მუდმივი, ოპერაციული და ზესწრაფი („ქეშ`) მეხსიერება, მეხსიერებისადმი მიმართვის მაღალი სიჩქარით, მეხსიერება ხისტ დისკზე – საშუალო სიჩქარით და დაბალსიჩქარიანი „გარე“ მეხსიერება მაგნიტურ და ლაზერულ დისკებზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა