Tag Archives: დისკზე

მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეხსიერება – 1. (ფსიქოლოგია)წარსული გამოცდილების ორგანიზაციისა და შენახვის პროცესები, რომელიც შესაძლებელს ხდის მის განმეორებით გამოყენებას საქმიანობაში, ან აბრუნებს ცნობიერების სფეროში. მეხსიერება აკავშირებს სუბიექტის წარსულს მის აწყმოსთან და მომავალთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემეცნებით ფუნქციას, რომელიც საფუძვლად უდევს განვითარებასა და სწავლებას. 2. (ინტ.)memory – ზოგადად: ობიექტის უნარი, შეინახოს ინფორმაცია;

Read More

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.

Read More