მიტოზის მეტაფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიტოზის მეტაფაზა – (metaphasis mitosis ბერძნ.meta – შემდეგ და phasis – გამოვლინება)  მიტოზის პროფაზის მომდევნო სტადია, რომლის დროს ქრომოსომები განლაგდება ეკვატორული ფირფიტის, ანუ დედისეული ვარსკვლავის სახით. ამ დროს ქრომოსომები აქრო­მატული თითისტარას შუა სიბრტყეშია და თავისი ცენტრომერებით მის ქრომოსომულ ძაფებს ემაგრება. ქრომოსომების თავისუფალი ბოლოები (მხრები) რადიალურად იშლება თითისტარას ეკვატორის სიბრტყეში და ქმნის ვარსკვლავის ფიგურას (თუ დავხედავთ პოლუსებიდან). მეტაფაზის ბოლოს იწყება ორი ქრომატიდის გამოცალკევება, რომლებიც წარ­მოიქმნებიან უფრო ადრე ინტერფაზის დროს დნმ – ის მოლეკულების რედუპლიკაციის შედეგად.ქრომატიდების გამოცალკევების პროცესი გარეგნულად მჟღავნდება ქრომოსომების სიგრძივი გახლეჩით. ეს იწყება ცენტრომერების დაცილებით და მთელი ქრომოსომის შემდგომი სიგ­რძივი გაყოფით ორ თანაბარ ნახევრად. ტერმინი „მეტაფაზა“ შემოიღო სტრასბურგერმა (1884). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა