მიტოზის ტელოფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიტოზის ტელოფაზა – (telophasis mitosis ბერძნ.telos – ბოლო და phasis – გამოვლინება)  მიტოზის ბოლო სტადია, რომლის დროს ხდება შვილეული ბირთვების რეკონსტრუქცია ქრომოსომების გარდაქმნის, ბირთვის გარსისა და ბირთვაკის წარმოქმნის გამო. ტელოფაზაში ქრომოსომები აღარ განსხვავდება, როგორც ცალკეული მორფოლოგიური წარმონაქმნები. მკვლევართა უმეტესობის აზრით, ამ პროცესს საფუძვლად უდევს ქრომონემების დესპირალიზაციის ფენომენი, რის გამოც ქრომოსომები უხილავი ხდება. სხვა მონაცემების თანახმად, ტელოფაზური ქრომოსომები იჯირჯვება და ქმნის ქრომოსომულ ბუშტუკებს, რომლებიც შემდგომ ერთდებიან ერთ მთლიან ბირთვად. შვილეული ბირთვების რეკონსტრუქციასთან ერთად ხდება აქრომატული აპარატის რედუქცია და ციტოპლაზმის გაყოფა (პლაზმოტომია, ციტოკინეზი) ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნით. ტერმინი „ტელოფაზა“ შემოიღო სტრანსბურგერმა (1884). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა