ოვრენის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოვრენის დაავადება – პარაჰემოფილია, მეხუთე ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი, ჰიპოაკცელერინემია, ჰიპოპროაკცელერინემია. გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. პირველი გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით, ხოლო მეორე აღინიშნება ღვიძლის პათოლოგიის დროს. მეხუთე ფაქტორის დეფიციტის გამო დარღვეულია შედედების მეორე ფაზა – პროთრომბინიდან თრომბინის წარმოქმნა. დაავადება იწყება სიცოცხლის პირველ წლებში და გამოიხატება ტრავმის ან ოპერაციული ჩარევის შემდგომი სისხლდენით (შარდ – სასქესო სფეროდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან). პროგნოზი კეთილსაიმედო. [“3”] (P. A. Owren, ნორვეგიელი ჰემატოლოგი; სინ.: პარაჰემოფილია)მემკვიდრეობითი დაავადება ჰემორაგიული დიათეზების ჯგუფიდან; განპირობებულია სისხლის შედედების V ფაქტორის უკმარისობით; კლინიკური გამოვლინებებით ანალოგიურია ჰემოფილიისა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook