ნეკროლიზი ეპიდერმული ტოქსიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეკროლიზი ეპიდერმული ტოქსიკური – (necrolysis epidermalis toxica; ბერძ. Necros მკვდარი + lysis დაშლა; ბერძ. Epiderma ეპიდერმისი; ბერძ. Toxikon შხამი; სინ.:ლაიელის სინდრომი, დათუთქული კანის სინდრომი) ტოქსიკურ – ალერგიული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება ეპიდერმისის ზედაპირული შრეების ნეკროზით. განასხვავებენ სტაფილოკოკურ და წამლისმიერ ეპიდერმალურ ტოქსიურ ნეკროლიზს. სტაფილოკოკური ეპიდერმალური ტოქსიური ნეკროლიზი ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებში ანალოგიურია ახალშობილთა ექსფოლიაციური დერმატიტისა და ხასიათდება კანის შემოფარგლული შეწითლებით, ნახეთქების არსებობით, ეპიდერმისის აქერცვლით, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის დარღვევით. უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში სტაფილოკოკური ეპიდერმალური ტოქსიური ნეკროლიზი არ განსხვავდება წამლისმიერი ეპიდერმალური ტოქსიური ნეკროლიზისაგან. დაავადება იწყება მწვავედ; თავის, ტანისა და კიდურების კანზე ჩნდება ერითემა, მსხვილი ბუშტუკები. გამონაყარს თან ახლავს ზოგადი სისუსტე, სხეულის ტემოერატურის მომატება, შემცივნება, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თმის ცვენა. მძიმე მიმდინარეობისას ზიანდება შინაგანი ორგანოებიც; პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა