ნიჭიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნიჭიერება – (ფსიქოლოგია) 1. ნიჭის, უნართა თვისებრივად თავისებური შეხამება, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედების შესრულების წარმატებას. ერთობლივი მოქმედება ნიჭიერებისა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურას, ახდენს ცალკეული უნარის უკმარისობის კომპენსაციას, უფრო მეტად განვითარებულების ხარჯზე; 2. ზოგადი ნიჭი ან ნიჭის ზოგადი მომენტები, რომლებიც განაპირობებენ პიროვნების შესაძლებლობების საზღვრებს, მისი მოქმედების დონესა და თავისებურებას; 3. გონებრივი პოტენციალი, ან ინტელექტი; შემეცნებითი შესაზლებლობებისა და სწავლების უნარის ინდივიდუალური დახასიათება; 5. ნიჭიერება; საქმიანობაში გამოჩენილი მიღწევებისათვის შინაგანი პირობების არსებობა. ტერმინის მრავალმნიშვნელობა მიუთითებს პრობლემის მრავალასპექტურობაზე, ნიჭიერების სფეროსადმი ერთიანი მიდგომისას. ნიჭიერება, როგორც ნიჭის ყველაზე ზოგადი დახასიათება, საჭიროებს კომპლექსურ გამოკვლევას: ფსიქოფიზიოლოგიურს, დიფერენციულ – ფსიქოლოგიურს და სოციალურ – ფსიქოლოგიურს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა