Tag Archives: მიდგომისას

ნიჭიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიჭიერება – (ფსიქოლოგია) 1. ნიჭის, უნართა თვისებრივად თავისებური შეხამება, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედების შესრულების წარმატებას. ერთობლივი მოქმედება ნიჭიერებისა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურას, ახდენს ცალკეული უნარის უკმარისობის კომპენსაციას, უფრო მეტად განვითარებულების ხარჯზე; 2. ზოგადი ნიჭი ან ნიჭის ზოგადი მომენტები, რომლებიც განაპირობებენ პიროვნების შესაძლებლობების საზღვრებს, მისი მოქმედების დონესა და თავისებურებას;

Read More

მართვის პარტისიპათული სტილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მართვის პარტისიპათული სტილი – მართვის სტილი, რომლის დროსაც ხელმძღვანელი წარმოადგენს ჯგუფური პროცესის კოორდინატორს, რომელიც უზრუნვეყოფს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ყოველმხრივ განხილვას. ასეთი მიდგომისას ხელმძღვანელი არ ცდილობს ჯგუფს თავს მოახვიოს ,,საკუთარი გადაწყვეტილებები” და მზადაა მიიღოს და განახორციელოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მხარს უჭერს მთლიანი ჯგუფი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More