Tag Archives: ნიჭიერების

ტალანტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტალანტი  – -(ფსიქოლოგია)  (ბერძ. talanton – თავდაპირველად წონა, ზომა, შემდგომში გადატანითი მნიშვნელობით – ნიჭიერების დონე)  ნიჭის განვითარების მაღალი დონე, უპირველესად სპეციალური (იხ. სპეციალური ნიჭიერება). ტალანტის არსებობის შესახებ შეიძლება ვილაპარაკოთ ადამიანის მოღვაწეობის რეზულტატების მიხედვით, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს პრინციპულად ახალი, ორიგინალური მიდგომით. ადამიანის ტალანტი ყოველთვის ასახავს გარკვეულ საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს.

Read More

ნიჭიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიჭიერება – (ფსიქოლოგია) 1. ნიჭის, უნართა თვისებრივად თავისებური შეხამება, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედების შესრულების წარმატებას. ერთობლივი მოქმედება ნიჭიერებისა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურას, ახდენს ცალკეული უნარის უკმარისობის კომპენსაციას, უფრო მეტად განვითარებულების ხარჯზე; 2. ზოგადი ნიჭი ან ნიჭის ზოგადი მომენტები, რომლებიც განაპირობებენ პიროვნების შესაძლებლობების საზღვრებს, მისი მოქმედების დონესა და თავისებურებას;

Read More