სპირემული ბირთვი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სპირემული ბირთვი – (nucleus spiremicus ბერძნ.spirema  –  შულო) ორფრთიანთა სანერწყვე ჯირკვლების  უჯრედების ინტერფაზური ბირთვი, რომელიც გამოირჩევა გიგანტური პოლიტენური ქრომო­სომების მუდმივი შემცველობით. სპირემული ბირთვები კარგი ობიექტია არა მარტო მიტოზის, არამედ ინტერფაზის დროსაც არსებუ­ლი ქრომოსომების ფაქიზი სტრუქტურის შესასწავლად. ტერმინი „სპირემული ბირთვი“ ეკუთვნის მარგარჯს (1941). ზოგჯერ სპირემულს უწოდებენ მიტოზის პროფაზის სპირემის სტადიაში მყოფი  უჯრედების ბირთვებს, როდესაც მათში წარმოქმნილი ქრომოსომები ქმნის გორგლის მსგავს ხლართს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook