ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სპირემული ბირთვი – (nucleus spiremicus ბერძნ.spirema – შულო) ორფრთიანთა სანერწყვე ჯირკვლების უჯრედების ინტერფაზური ბირთვი, რომელიც გამოირჩევა გიგანტური პოლიტენური ქრომოსომების მუდმივი შემცველობით. სპირემული ბირთვები კარგი ობიექტია არა მარტო მიტოზის, არამედ ინტერფაზის დროსაც არსებული ქრომოსომების ფაქიზი სტრუქტურის შესასწავლად. ტერმინი „სპირემული ბირთვი“ ეკუთვნის მარგარჯს (1941). ზოგჯერ სპირემულს უწოდებენ მიტოზის პროფაზის სპირემის სტადიაში მყოფი უჯრედების ბირთვებს, როდესაც მათში წარმოქმნილი ქრომოსომები ქმნის გორგლის მსგავს ხლართს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა