სპირემული ბირთვი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირემული ბირთვი – (nucleus spiremicus ბერძნ.spirema – შულო) ორფრთიანთა სანერწყვე ჯირკვლების უჯრედების ინტერფაზური ბირთვი, რომელიც გამოირჩევა გიგანტური პოლიტენური ქრომოსომების მუდმივი შემცველობით. სპირემული ბირთვები კარგი ობიექტია არა მარტო მიტოზის, არამედ ინტერფაზის დროსაც არსებული ქრომოსომების ფაქიზი სტრუქტურის შესასწავლად. ტერმინი „სპირემული ბირთვი“ ეკუთვნის მარგარჯს (1941). ზოგჯერ სპირემულს უწოდებენ მიტოზის პროფაზის