Tag Archives: ბირთვებს

ფარას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარას სინდრომი – -(К.  Th.  Fahr;  სინ.  ტვინის სისხლძარღვების მემკვიდრეობითი გაკირვა)   მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების გაკირვით, რომლებიც კვებავენ თავის ტვინის  შიგა კაფსულას და ბაზალურ ბირთვებს; ვლინდება 20  –  30 წლის ასაკში ათეტოზით, ტრემორით, ცენტრალური დამბლით, ეპილეპროფორმული გულყრებით, პროგრესირებადი ჭკუასუსტობით; მემკვიდრულობის ტიპი დადგენილი არ არის. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

სპირემული ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირემული ბირთვი – (nucleus spiremicus ბერძნ.spirema  –  შულო) ორფრთიანთა სანერწყვე ჯირკვლების  უჯრედების ინტერფაზური ბირთვი, რომელიც გამოირჩევა გიგანტური პოლიტენური ქრომო­სომების მუდმივი შემცველობით. სპირემული ბირთვები კარგი ობიექტია არა მარტო მიტოზის, არამედ ინტერფაზის დროსაც არსებუ­ლი ქრომოსომების ფაქიზი სტრუქტურის შესასწავლად. ტერმინი „სპირემული ბირთვი“ ეკუთვნის მარგარჯს (1941). ზოგჯერ სპირემულს უწოდებენ მიტოზის პროფაზის

Read More