Tag Archives: მემკვიდრულობის

ფარას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარას სინდრომი – -(К.  Th.  Fahr;  სინ.  ტვინის სისხლძარღვების მემკვიდრეობითი გაკირვა)   მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების გაკირვით, რომლებიც კვებავენ თავის ტვინის  შიგა კაფსულას და ბაზალურ ბირთვებს; ვლინდება 20  –  30 წლის ასაკში ათეტოზით, ტრემორით, ცენტრალური დამბლით, ეპილეპროფორმული გულყრებით, პროგრესირებადი ჭკუასუსტობით; მემკვიდრულობის ტიპი დადგენილი არ არის. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

მემკვიდრულობის ქრომოსომული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრულობის ქრომოსომული თეორია – ამტკიცებს, რომ ორგანიზმის ნიშან – თვისებების თაობიდან თაობაში გადაცემა ხორციელდება ძირითადად ქრომოსომებით, რომლებშიც მოთავსებულია გენები. თეორიის საფუძვლები ფორმულირებულია და ექსპერიმენტალურად დასაბუთებულია მორგანის მიერ მე – 20 საუკუნის დასაწყისში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა