ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტრავმის შემდეგ ვითარდება ხანმოკლე (5  –  10 წთ) შოკის ერექტილური ფაზა, მამოძრავებელი და მეტყველებითი აგზნება, არაიშვიათად მატულობს არტერიული წნევა. შემდეგში აღინიშნება განსხვავებული სიმძიმის ტორპიდული ფაზა: კანისა და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე, ადინამია, ხშირი სუსტი პულსი, არტერიული წნევის დაცემა. მძიმე დაზიანებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ პროფუზული სისხლდენით, სამედიცინო დახმარების გარეშე შესაძლებელია დამთავრდეს ლეტალობით. რიგ შემთხვევებში (კიდურის იმობილიზაციის დარღვევის დროს ან მასიური სისხლდენის განახლებისას) ვითარდება გვიანი შოკი (ტრავმიდან 2 – 4 საათის შემდეგ). გართულებები: შეუქცევადი შოკის სტადია დაგვიანებული ან არარაციონალური მკურნალობისას; ფილტვების, ტვინის შეშუპება, გულის გაჩერება; თირკმელების მწვავე უკმარისობა. მკურნალობა. პირველი დახმარება  –  სასუნთქი გზების გათავისუფლება, სისხლდენის დროებითი შეჩერება, ინტრავენურად პლაზმის შემცვლელების გადასხმა, მოტეხილობების ადგილობრივი ანესთეზია, ავადმყოფის სასწრაფო და ფრთხილი ტრანსპორტირება სტაციონარში მწოლიარე მდგომარეობაში. ნარკოტიკები არ შეჰყავთ მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმის გამორიცხვამდე. პროგნოზი სისტოლური წნევის  დაცემისას 60 მმ.ვწყ.სვ – მდე და ქვევით 2 – 3 საათის განმავლობაში,  –   სერიოზულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook