სითბოპროდუქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სითბოპროდუქცია – სითბოს წარმოშობა ცოცხალ ქსოვილებში, მათში მიმდინარე ენერგეტიკულ გარდაქმნათა შედეგად. ეს პროცესი სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. აქტ. ქსოვილებში (კუნთებსი, ღვიძლში, თირკმლებში) სითბოს უფრო დიდი რაოდენობა გამოიყოფა, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ქსოვილებში (შემაერთებელ ქსოვილში, ძვლებში, ხრტილებში). სითბოპროდუქცია დაკავშირებულია ცილისა და სხვა ორგანულ ნაერთთა ბიოქიმიური სინთეზის პროცესთან, ოსმოსურ მუშაობასთან (იონთა ტრანსპორტი კონცენტრაციის გრადიენტის მოწინააღმდეგე მიმართულებით), კუნთოვანი ქსოვილის მექანიკურ მუშაობასთან და სხვ. მოსვენების პირობებშიც კი სითბოპროდუქცია საკმაოდ მაღალია და აღწევს 1  კკალ (4,19 კჯ) 1 სთ – ში სხეულის ერთ კგ მასაზე. სითბოპროდუქცია ძლიერდება გარემოს ტემპერატურის დაქვეითებისას და, პირიქით,  –  სუსტდება მომატებისას. სითბოპროდუქციას ქიმ. თერმორეგულაციასაც უწოდებენ. თუ სითბოპროდუქციის პროცესები აჭარბებენ სითბოს გაცემის პროცესებს მაშინ ვითარდება ორგანიზმის გადახურება  –  ჰიპერთერმია. ა. ბაკურაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა