სიზმარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიზმარი – (ფსიქოლოგია) სუბიექტურად განცდილი წარმოდგენა, უპირატესად მხედველობითი მოდალობისა, რომელიც რეგულარულად წარმოიქმნება ძილის დროს, ძირითადად ,,სწრაფი”ძილის ფაზაში. სიზმრის შინაარსი და ემოციური შეფერილობა, პიროვნების ,,მონაწილეობის” ხარისხი საკუთარ სიზმრებში დაკავშირებულია ,,სწრაფ” ძილში ფიზიკური გადახრების ინტენსივობით. ,,სწრაფი” ძილისათვის დამახასიათებელი თავის ტვინის ქერქის აქტივაცია შედარებით მეტადაა გამოხატული მარჯვენა ნახევარსფეროში, რაც შეესაბამება სიზმრებში სივრცულ – საგნობრივი აზროვნების უპირატესობას (იხ. თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრია). ეს მჭიდროდაა დაკავშირებული სიზმარში ცნობიერების თავისებურ ცვლილებასთან: ობიექტური რეალობის ასახვა და შეცნობა საკუთარი თავის – როგორც შემეცნების სუბიექტის შესახებ, დარღვეულია – ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს სიზმარში, რის გამოც არაა კრიტიკული დამოკიდებულება აღქმულისადმი, თუნდაც ის იყოს ანალოგიური. ამავე დროს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, შეფასება და ემოციების შენახულია.  სიზმრის სიუჟეტი ასახავს სუბიექტის ძირითად მოტივებსა და წესებს. სიზმრის განცდა და დამახსოვრება დამოკიდებულია პიროვნების თავისებურებებზე და ემოციურ მდგომარეობაზე. სიზმრის ერთ – ერთი ძირითადი ფუანქციაა ემოციური სტაბილიზაცია. სიზმარი შეადგენს მნიშვნელოვან რგოლს ფსიქოლოგიური დაცვის სისტემაში (იხ. დაცვა ფსიქოლოგიური), დროებით სუსტდება ფსიქიკური კონფლიქტის დაძაბულობა და ხდება აღდგენა ძიებითი აქტივობისა. ასევე აზროვნების დომინირებასთან დაკავშირებულია სიზმრების დადებითი გავლენა შემოქმედებით პროცესებზე. სისტემის ,,სწრაფი ძილი – სიზმარი” ფუნქციონალური არასრულფასოვნება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ნევროზებისა და ფსიქოსომატური დაავადებების განვითარებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა