Tag Archives: შემაერთებელ

შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი – (textus connectivus collagenosus compactus)  შემაერთებელი ქსოვილის სახე, რომელსაც ახასიათებს მჭიდროდ განლაგებული ბოჭკოები მცირერიცხოვანი უჯრედული ელემენტებითა და ძირითადი ნივთიერებებით. ბოჭკოები მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად (ე.წ.ფორმიან შემაერთებელ ქსოვილში) ან უწესრიგოდ (უფორმო შემაერთებელ ქსოვილში). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

შემაერთებელ ქსოვილოვანი გარეთა შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელ ქსოვილოვანი გარეთა შრე – / სუბენდო­კარდიული საფუთველი / (stratum connectivum externum / tela subendocardialis / )  ენდოკარდიუმის ყველაზე ღრმა შრე, ლოკალიზდება მიოკარდიუმის საზღვარზე, შეიცავს ელასტიკურ, კოლაგენურ და რეტიკულურ ბოჭკოებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More