სტაქიბოტრიოტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტაქიბოტრიოტოქსიკოზი – სოკოვანი ინტოქსიკაცია, რომელიც მიმდინარეობს კეთილთვისებიანად რინიტის, კატარალური ანგინისა და ზედაპირული ტოქსიდერმიის მოვლენებით. პათოლოგიური პროცესის განვითარება განპირობებულია სოკოს ტოქსიური ნივთიერებით – სტაქიბოტრიოტოქსინით, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი და ზოგადი მოქმედება. დაავადება ადამიანებში ვლინდება დერმატიტის, კატარალური ანგინის, რინიტისა და კონიუნქტივიტის სახით. კანის დაზიანება აღინიშნება კანზე, იღლიისქვეშა და მუხლქვეშა არეში, შორისში, ქალებში სარძევე ჯირკვლების ირგვლი კანზე. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, თავის ტკივილი, დაღლილობა; 4 – 6 დღეში აღნიშნული სიმპტომები გაივლის. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა