Tag Archives: მუხლ

ფსევდოქსანთომა ელასტიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოქსანთომა ელასტიკური  – (pseudoxanthoma elaticum; ბერძ. Pseudes ცრუ + ქსანთომა; სინ.: ბალზერის ელასტიკური ქსანთომა, გუტმანის ელასტიკური ნევუსი)დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს  ელასტიკური ქსოვილის მემკვიდრეობითი დისტროფია; ვლინდება მოყვითალო ფერის პაპულოზურ – ატროფიული კერებით, ლოკალიზებული კანზე და ლორწოვან გარსებზე. ელასტიკური ფსევდოქსანთომის დროს პათოლოგიური პროცესი ხშირად ღებულობს სისტემურ ხასიათს და ვრცელდება

Read More

სტაქიბოტრიოტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაქიბოტრიოტოქსიკოზი – სოკოვანი ინტოქსიკაცია, რომელიც მიმდინარეობს კეთილთვისებიანად რინიტის, კატარალური ანგინისა და ზედაპირული ტოქსიდერმიის მოვლენებით. პათოლოგიური პროცესის განვითარება განპირობებულია სოკოს ტოქსიური ნივთიერებით – სტაქიბოტრიოტოქსინით, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი და ზოგადი მოქმედება. დაავადება ადამიანებში ვლინდება დერმატიტის, კატარალური ანგინის, რინიტისა და კონიუნქტივიტის სახით. კანის დაზიანება აღინიშნება კანზე, იღლიისქვეშა და მუხლქვეშა არეში,

Read More