სტროფულუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტროფულუსი – (Strophulus; სინ.: ბავშვთა ქრონიკული ჭინჭრის ციება) ალერგიული დერმატოზი, რომელიც აღინიშნება ბავშვთა ასაკში. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 3 თვიდან 3 წლამდე ასაკში. დაავადების დროს კანზე, უპირატესად კიდურების  გამშლელ ზედაპირზე, ტანზე, იშვიათად სახეზე, თავის თმიან ნაწილზე ჩნდება ბებერები, რომლის ცენტრში აღინიშნება შეხებით მაგარი სეროპაპულა, დიამეტრით 2 – 3 მმ; რამდენიმე საათში ბებერა ქრება, რჩება სეროპაპულა, რომლის გაწოვის შემდეგ აღინიშნება ჰიპერპიგმენტაცია; ლორწოვანი გარსები არ ზიანდება. დაავადება ხასიათდება მორეციდივე მიმდინარეობით, ძლიერი შეტევითი ქავილით, ზომიერი პოლიადენოპათიით. ავადმყოფებს აღენიშნებათ გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, მტირალობა, ცუდი ძილი. დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა