ცდისეული მეცნიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცდისეული მეცნიერება – მეცნიერების სახე, რომლის შედეგები ცდის მონაცემების განზოგადებითაა მიღებული და მათი ემპირიული შემოწმება პრინციპულად შესაძლებელია. ცდისეული მეცნიერება ძირითადად ემყარება ექსპერიმენტის ჩატარებას, მისი შედეგების დაკვირვებას, აღწერასა და ინდუქციას. ცდისეული მეცნიერების შინაარსი ალბათურია და ცდის სრულყოფის კვალობაზე იცვლება. ცდისეული მეცნიერება განსხვავდება თეორეტ. მეცნიერებისაგან, რომელიც თავის დებულებებს აფუძნებს ცდისგან დამოუკუდებლად, აზრობრივი დაშვებების საფუძველზე. ექსპერიმენტულ და თეორიულ დარგებს შორის განსხვავებაა ცოდნის ყველა სფეროში. ცდისეული მეცნიერება თანამედროვე გაგებით ჩამოყალიბდა XVI – XVII სს – ში. პირველად გ.გალილეიმ დაამკვიდრა ცდა, როგორც მეც. საფუძველი. ფ. ბეკონმა ფილოსოფიურად დააფუძნა ცდის მნიშვნელობა მეცნიერებისათვის. ვ. ერქომაიშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა