Tag Archives: ვებაა

ცდისეული მეცნიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდისეული მეცნიერება – მეცნიერების სახე, რომლის შედეგები ცდის მონაცემების განზოგადებითაა მიღებული და მათი ემპირიული შემოწმება პრინციპულად შესაძლებელია. ცდისეული მეცნიერება ძირითადად ემყარება ექსპერიმენტის ჩატარებას, მისი შედეგების დაკვირვებას, აღწერასა და ინდუქციას. ცდისეული მეცნიერების შინაარსი ალბათურია და ცდის სრულყოფის კვალობაზე იცვლება. ცდისეული მეცნიერება განსხვავდება თეორეტ. მეცნიერებისაგან, რომელიც თავის დებულებებს აფუძნებს

Read More

ლევკოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტები – ლეიკოციტები (ლევკო… და ბერძნ. kytos – სათავსი, აქ – უჯრედი). ადამიანისა და ცხოველების სისხლის უფერო (”თეთრი”) უჯრედები. ლევკოციტების სახელით გაერთიანებულია სტრუქტურულად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავებული ბირთვიანი უჯრედები, რომლეიც არ შეიცავენ სასუნთქავ პიგმენტს (ჰემოგლობინს ან ჰემოციანინს) და თავის ფუნქციებს სისხლგამტარი ძარღვების გარეთ (ქსოვილებში) ასრულებენ (შდრ. ერითროციტები).

Read More