ბავშვი 1 წლისა და 9 თვის ასაკში

თურმანიძის მალამო

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები
ბავშვის ჭურჭელი
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი (12 – 24 თვის)
ბავშვის ფეხსაცმელი (12 – 24 თვის)  
კაბები გოგონებისთვის (12 – 23 თვის)
ბავშვის ტანსაცმელი (ბიჭუნებისთვის) 
ჯინსის შარვლები ბიჭუნებისათვის (12 – 24 თვის) 

ბავშვები ამ ასაკშიც აქტიურად ინტერესდებიან იმით, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის საგანი, რა სუნი, გემო ან ხმა აქვს საგნებს; ყოველივე ამის გაგებას კი ხელის შეხებითა და მისი პირში ჩადებით ცდილობენ. მართალია, ადრინდელივით, საჭმელად უვარგის ნივთებს კვლავ პირში ჩადებით ეცნობიან, მაგრამ ამჯერად უკვე სხვა შეგრძნებით უნარსაც იყენებენ სამყაროს შესაცნობად. ის კარგად გრძნობს, მაგალითად, ძაღლის რბილ ბეწვს, სიამოვნებით ყნოსავს ნამცხვრის სუნს, რომელსაც სამზარეულოში აცხობთ, სცნობს თავის გამოსახულებას სარკეში, ასევე სიამოვნებით უსმენს ჩიტების ჭიკჭიკს,  აგემოვნებენ ახალი საჭმელების გემოს.

თქვენი პატარა შესაძლოა ძალზე აღაგზნოს შთაბეჭდილებების მოჭარბებამ (მაგალითად – დაბადების დღეზე, ან ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ). იმის გამო, რომ ყველაფრის გაანალიზება და გადმოცემა არ ძალუძთ, შესაძლოა, მოუსვენრად იყვნენ, ტირილი ან ჭირვეულობა დაიწყონ. ზოგადად, ბავშვებისთვის სამყარო გრძნობებისა და შთაბეჭდილებების დღესასწაულია, სადაც `საზეიმო საჭმელები~ პატარა, ბავშვების შესაფერისი პორციებით უნდა მიიტანოთ.

ამ ასაკის ბავშვები, ადრინდელთან შედარებით, რა თქმა უნდა, პირში ნაკლებად იდებენ სხვადასხვა საგანს, მაგრამ დროდადრო, შესაძლოა, ვინმეს ან რამეს უკბინონ. ეს შეიძლება იყოს როგორც აგრესიის, ისე აღგზნებისა და ცნობისმოყვარეობის გამოხატულებაც. ყველაზე მეტად ბავშვები კბენენ მაშინ, როდესაც გაბრაზებულნი არიან ანდა რაიმე სიტუაციაში საკუთარ უძლურებას გრძნობენ. მაგალითად, როდესაც სხვა ბავშვს არ სურს, მას სათამაშო მისცეს. კბენა, ჩქმეტა, ჩხუბი, თმებზე მოქაჩვა – ეს ყველაფერი თვითგამოხატვის მარტივი ფორმებია. იგი სავსებით ბუნებრივია ამ ასაკის ბავშვებში, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ნორმალური ურთიერთობისთვის აუცილებელი თვისებები და ვერც იმასაცნობიერებენ, რომ მათი ქცევა ფიზიკურ და ემოციურ გავლენას ახდენს სხვებზე (გახსოვდეთ, რომ ამ ასაკის ბავშვები ძალზე ეგოცენტრისტულები არიან და ჯერ კიდევ არ იციან, რა არის ემპათია). გამოდის, რომ პატარა კბენია ბოროტ ადამიანად გაიზრდება? რა თქმა უნდა – ეს ასე სულაც არ არის; სწორი აღზრდით, სიტყვიერი მარაგის გამდიდრებითა და თვითკონტროლის ჩვევების გამომუშავებით პატარა კბენია 3 წლის ასაკში შეყვეტს კბენას.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება 1 წლისა და 9 თვის ასაკში

უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვებს დროის შეგრძნება არ აქვთ. თქვენ, ალბათ, უკვე მიაქცევდით ყურადღებას, რომ ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა: ,,აჩქარდი” და ,,რამდენიმე წამში” მშობლებისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ნიშნავს ,,ახლავე”, მაგრამ 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მას სულ სხვა აზრი აქვს.

თქვენი პატარას ტვინი კონცენტრირებულია აწმყოზე: მისთვის ყველაფერი ახლა და აქ ხდება (მას სურს სწორედ ახლა ჭამოს, სწორედ ახლა გავიდეს მაღაზიიდან, სადაც მშობელი საყიდლად ნივთს არჩევს, სწორედ ახლა წავიდეს სასეირნოდ). თუმცა, ორი წლის შემდეგ, იგი დაიწყებს იმის გაგებას, თუ რას ნიშნავს ,,სწრაფად”  და ,,მოგვიანებით”, განსაკუთრებით – იმ შემთხვევაში, თუ მას მოუყვანთ კონკრეტულ მაგალითებს (დაახლოებით ასე: ,,ჩვენ მაშინვე ვისადილებთ, როგორც კი გავალთ მაღაზიიდან”, ან: ,,პაპა მოვა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვისადილებთ”).

დაახლოებით ამ პერიოდში თქვენი შვილი იწყებს იმის გაგებას, თუ რას ნიშნავს – ამბავი მოხდა წარსულში, ახლა ხდება, ან მომავალში მოხდება. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები სიტყვას ,,გუშინ” ხმარობენ ყოველივე იმის აღსანიშნავად, რაც წარსულში მოხდა. ექვსი წლიდან კი ბავშვებს თანდათან უყალიბდებათ დროის სწორი გაგება. როდესაც სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეს ეუბნებით – ,,იჩქარე, თორემ დაგაგვიანდება”, ის უკვე ნათლად იგებს ნათქვამის აზრს.

აღებულია საიტიდან – http://best-nyanya.ru/periody14.htm 


წლისა და ცხრა თვის ბავშვი! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

Share this...Share on Facebook
Facebook