✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
როგორ გრძნობს ბავშვი სიყვარულს
ემოციურად ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა ჩვენს დროში სულ უფრო და უფრო ძნელდება, საგანმანათლებლო სისტემა იმდენად არასრულყოფილია, რომ ბევრი ჩვენგანი უპირატესობას საშინაო სწავლებას ან კერძო სკოლას ანიჭებს.
მშობლებს აწუხებს ნარკომანიის პრობლემა. ამ სამყაროში არავინ არ არის დაცული ძალადობისაგან და მშობლებს სამართლიანად გააჩნიათ შიში საკუთარი შვილების სიცოცხლის გამო.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ურთიერთობას შვილთან, თქვენს შორის უნდა სუფევდეს მხოლოდ სიყვარული.
თქვენი მთავარი მოვალეობაა-დააკმაყოფილოთ ბავშვის სიყვარულის მოთხოვნილება.
თუ ბავშვი გრძნობს, რომ ის ნამდვილად უყვართ, ის უფრო ადვილად დაუგდებს ყურს თქვენს რჩევებს. ეს სტატია მიზნად ისახავს ჩავწვდეთ ბავშვის ფსიქოლოგიას იმისათვის, რომ უკეთ დავანახოთ, თუ როგორ გვიყვარს ის.
ამისათვის საჭიროა განვსაზღვროთ სიყვარულის ის გამოხატულება, რომელიც ესმის მას.
როგორც ამერიკელი ფსიქოლოგების, ჰარი ჩეპმენის და როს კემპბელის მიერ იქნა დადგენილი, იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს თქვენი სიყვარული, თქვენ არა მარტო უნდა იპოვოთ განსაკუთრებული გზა მისი გულისაკენ, არამედ ისწავლოთ ხუთი ძირითადი ხერხი, რომლითაც ბავშვები (და საერთოდ ყველა ადამიანი) გამოხატავენ სიყვარულს.
აი ისინი: შეხება, წამახალისებელი სიტყვები, დრო, საჩუქრები და დახმარება. თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მათი სიყვარულის ენაც სხვადასხვა იქნება.
ბავშვებს სხვადასხვა ხასიათი აქვთ, ამიტომ სიყვარულიც სხვადასხვანაირად ესმით. თითოეულთან მოგიწევთ მის ენაზე ლაპარაკი.
♦♦
როგორიც არ უნდა იყოს ბავშვის სიყვარულის ენა, მნიშვნელოვანია სწორედ ამ ენაზე ლაპარაკი.
პირობების წაყენება არფერს არ მოგვცემს. უპირობო სიყვარული-აი რა არის ბავშვთან თქვენი ურთიერთობის თანამდევი ვარსკვლავი.
იგი უშეცდომოდ გვაგებინებს, სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა აღმზრდელობითმა ძალისხმევამ და რომელი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა.
♦♦
ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილი ისეთი, როგორიც არის, თუნდაც ულამაზო და არაფრით გამორჩეული. ჩვენ გვიყვარს მაშინაც, როცა ის არ ამართლებს ჩვენს იმედებს.
მისი ღირსებები და ნაკლოვანებები ამ შემთხვევაში როლს არ თამაშობს. ერთი სიტყვით, გვიყვარს, როგორიც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გააკეთოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ნებისმიერ საქციელს მოვიწონებთ.
♦♦
ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ყველაფერში. ასეა აქაც: თავდაპირველად დავარწმუნებთ ბავშვს, რომ გვიყვარს იგი და ის ჩვენ ძალიან გვჭირდება.
მხოლოდ ამის მერე მოვკიდებთ ხელს მის აღზრდას და სწავლებას. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, მშობლის დარიგებები არ იწვევს მასში პროტესტის გრძნობას.
ზოგიერთი შიშობს, რომ ამგვარად შეიძლება ბავშვი გავაფუჭოთ. ეს მცდარი შეხედულებაა. ბავშვებს მშობლების ყურადღების უკმარისობა უფრო აფუჭებს.
ბავშვს შეიძლება სიყვარულმაც ავნოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ ეხერხება მისი სწორად გამოხატვა. უპირობო სიყვარულს ჯერ არც ერთი ბავშვი არ გაუფუჭებია, ის არ შეიძლება იყოს ზედმეტად ბევრი.
♦♦
შესაძლოა, უპირობო სიყვარულის პრინციპები ეწინააღმდეგებოდეს თქვენს შეხედულებას ბავშვის აღრზდაზე. თუ ასეა, მოგიხდებათ სტერეოტიპების დანგრევა, ეს კი საკმაოდ რთულია.
და მაინც, სცადეთ. როდესაც თქვენს პირველ შედეგს დაინახავთ, უფრო გაგიადვილდებათ ბავშვთან ურთიერთობა. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ იღწვით ბავშვების საკეთილდღეოდ.
მათ ესაჭიროებათ უპირობო სიყვარული. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა თქვენი შვილი საზოგადოების სრულყოფილი წევრი, თუ მისგან გაიზრდება უპასუხისმგებლო, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი.
თუ თქვენ მიჩვეული ხართ ”მისცეთ” ბავშვს სიყვარული რაიმეს სანაცვლოდ, თავდაპირველად გაგიჭირდებათ. არ დანებდეთ, ისწავლეთ უპირობო სიყვარული, ეფექტი შეუდარებელი იქნება: გაუმჯობესდება არა მხოლოდ თქვენი ურთიერთობა ბავშვთან, არამედ ურთიერთობა ახლობლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ სრულყოფილნი, ყოველთვის არ გამოგვდის გვიყვარდეს პირობების წაყენების გარეშე, მაგრამ ამისკენ უნდა მივილტვოდეთ. რაც მეტს ვეცდებით, მით უფრო მივუახლოვდებით იდეალს- უპირობო სიყვარულს.
და მაინც, ბავშვებთან ურთიერთობისას, არ გვაწყენდა ხშირად შევახსენოთ თავს:
1. ჩვენს წინაშე ბავშვები არიან;
2. ისინი იქცევიან, როგორც ბავშვები;
3. მათი ქცევა, შესაძლოა, ნერვებზე მოქმედებდეს;
4. თუ მე მშობლის მოვალეობას ვასრულებ და მიყვარს ისინი, მიუხედავად მათი ცელქობისა და ჭირვეულობისა, ისინი გამოსწორდებიან, როდესაც წამოიზრდებიან;
5. თუ ისინი ცდილობენ მასიამოვნონ იმისათვის ,რომ სიყვარული დაიმსახურონ (თუ ჩემი სიყვარული პირობითია), ბავშვები ამ სიყვარულს ვერ იგრძნობენ, ისინი კარგავენ საკუთარი თავისადმი რწმენას და ვერ შეძლებენ საკუთარი ქცევის გაკონტროლებას. შესაბამისად, ვერ აითვისებენ უფრო ზრდასრული ქცევის წესებს .
6. თუ მანამ, სანამ ბავშვი სიყვარულს დაიმსახურებს, ის უნდა გახდეს ისეთი, როგორიც მე მინდა, ამასობაში ის დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას შედეგად დაბალი თვითშეფასება იჩენს თავს.
ეს რომ არ დავუშვათ, მე, როგორც მშობელს, ყოველთვის უნდა მახსოვდეს: პასუხისმგებლობა მათ განვითარებაზე მე მაკისრია.
7. თუ მე შვილები მიყვარს ყველაფრისდა მიუხედავად და ამ სიყვარულს უპირობო სახე აქვს, ისინი ყოველთვის შეძლებენ თავიანთი საქციელის გაკონტროლებას, ადექვატურად შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”
ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: http://shvilebi.ge/კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.