გოგრის წვნიანი

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:
კურკებგამოცლილი 1/2 გოგრა, დაახლოებით 450გ
1 საშუალო ზომის ხახვი 
1 ს.კ. რაფსის ზეთი
1 ჩ.კ. “კარის” ფხვნილი
500 მლ წყალი
2 ჩ.კ. ხსნადი ბულიონის ფხვნილი
4 მწიფე ვაშლატამა
200 მლ ქოქოსის რძე
1/2 ჩ.კ. მარილი
1/2 ჩ.კ. შაქარი


კარტოფილის კუბებისთვის:
200გ კარტოფილი
1 ჩ.კ. ზეთი
1 მწიკვი იოდიზირებული მარილი
მომზადების წესი:
გოგრა დიდ ნაჭრებად დავჭრათ და ხახვთან ერთად მოვშუშოთ. შემდეგ კარის ფხვნილი მოვაყაროთ და წყალი დავასხათ.
ხსნადი ბულიონის ფხვნილი შევურიოთ. ეს ყველაფერი დაახლოებით 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. ამასობაში კი ვაშლატამას კანი გავაცალოთ და ნაჭრებად დავჭრათ. სანამ ბოლომდე მომზადდება, ვაშლატამა გოგრაში ავურიოთ და თავისივე ნახარშში საჭყლეტით პიურედ ვაქციოთ. დავუმატოთ ქოქოსის რძე, მარილი და შაქარი. კარტოფილის კუბები
მოვაყაროთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ (იხ. გვ. 56).
მომზადების დრო: 35 წუთი
რჩევა: დროის და შრომის დაზოგვის მიზნით, შეგვიძლია ორმაგი რაოდენობა მოვხარშოთ (1 მთელ გოგრას 400მლ ქოქოსის რძე შეესაბამება) და ნახევარი გავყინოთ. თუ ვაშლატამა არ მოგვეპოვება, წვნიანში შეიძლება მულტივიტამინის წვენი ჩავასხათ. ასეთ შემთხვევაში დაგვჭირდება 350 მლ წყალი და 200 მლ მულტივიტამინის წვენი.

წყარო: www.puphynuphy.ge

….

Share this...Share on Facebook
Facebook