✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
თევზი ბავშვებისთვის
თევზი იოდისა და ცილების შემცველობის გამო, ფასდაუდებელი პროდუქტია. თუმცა ბევრი ბავშვი ამ პროდუქტს მხოლოდ დაპრესილსა და საფანელში ამოვლებული ჩხირების ფორმით აგემოვნებს. მერწმუნეთ, თევზი გემრიელია მაშინ, როდესაც ცხიმი კარგად აქვს შეწოვილი. თანაც თევზი ერთერთი ყველაზე სასარგებლო, მაგრამ ალერგიული საკვებია. ამიტომ ფრთხილად უნდა გავასინჯოთ პატარას.
როდესაც ბავშვი უარს ამბობს სასარგებლო საკვების მიღებაზე, ამისგან კონფლიქტს ნუ შევქმნით. გამოცდილი დედებისგან მსმენია, რომ ასეთ დროს კარგად მოქმედებს ბავშვისთვის „არასასურველი“ კერძის შენიღბვა, რადგან ამ დროს პატარა გაოცებულია და ავიწყდება რა იმალება უცნაური დეკორაციებისა და ფორმების მიღმა.
თევზი კი თავისთავად წარმოადგენს შენიღბვის შესანიშნავ საშუალებას.
თუმცა შეგვიძლია ისიც დავფაროთ რაიმეთი, თან გამოვიყენოთ კერძის მომზადების წესები, რაც მოეწონებათ ოჯახის უფროს წევრებსაც.
♦
პირველ რიგში უნდა გავიაზროთ რა მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თევზის ჭამა. მერე კი უნდა დავფიქრდეთ როგორ მოვამზადოთ. არსებობს ბევრი კომპანია, რომელიც გვთავაზობს თევზის ჩხირებს და თევზის ფორმებსაც. თუმცა ეს გაყინული პროდუქტები ყოველთვის არ არის სასარგებლო.
რა თქმა უნდა, ბავშვისთვის სასარგებლოა ცოცხალი თევზისგან მომზადებული კერძის მირთმევა. დღეს თბილისის მაღაზიებში ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის.
შეგვიძლია მოვამზადოთ თევზისგან კერძები, რომლებიც ძალიან გემრიელად გამოიყურება. საუკეთესოა თევზი საწებელით. ან ფილე შეიძლება მშვენივრად გამოვაცხოთ სოკოსთან ან სხვა სუპ–პიურესთან ერთად ზემოდან მოსხმული. ბავშვის ულუფა შეგვიძლია მწვანილით მოვრთოთ, ვითომ თმებია და თვალების სახით კი კიტრის ნაჭრები დავალაგოთ.
ბევრ ბავშვს ძალიან უყვარს ყველი. შეგვიძლია თევზი მოვამზადოთ (შევწვათ ღუმელში) და შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ბვშვი მიირთმევს გემრიელ კერძს, და თან დამატებით ცილებსაც მიიღებს, რასაც ყველი შეიცავს.
ჩვენს პატარას ძლიან მოსწონს თევზის ბურთულები ან ღუმელში გამომცხვარი თევზი. “ფუფი და ნუფის” რეცეპტების განყოფილებაში შეგიძლიათ მომზადების წესი იხილოთ.
ერთი სიტყვით, თევზი იოდის მნიშვნელოვანი წყაროა.
იოდი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ფარისებრი ჯირყვალის ჰორმონის ძირითადი შემადგენელი ელემენტია, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესში მონაწილეობს.
იოდი არეგულირებს ტვინის მუშაობას და ძვლების ზრდას, ორგანოების განვითარებასა და ენერგეტიკულ ნივთიერებათა ცვლას.
იოდის მძიმე დეფიციტი ფარისებრი ჯირყვალის გადიდებას იწვევს. მცირეწლოვან ბავშვს დღეში 100 მგ იოდი ესაჭიროება.
იოდის დეფიციტის რისკი ჩვენთან ძალზე დიდია, რადგან საკვები პროდუქტების მხოლოდ მცირე ნაწილი შეიცავს ამ მინერალს. ზღვის თევზები, მაგ. ვირთევზა, ორაგული, კამბალა და სხვა წარმოადგენს იოდის ნამდვილ წყაროს.
♦
ორგანიზმის მოთხოვნილება იოდის სხვა წყაროთიც უნდა შევავსოთ: იოდიზირებული მარილი ყოველთვის უნდა გვქონდეს სამზარეულოში. ეს მარილი შეგვიძლია მოვაყაროთ ცოცხალ მწვანილს და სხვა კერძებს.
იოდიზირებული მარილით გამდიდრებული პროდუქტების შეძენაც შეგვიძლია – იოდით გამდიდრებული პური, კვერცხი და რძე.
თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, მალე, ალბათ, ჩვენ თვითონ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ იოდით გამდიდრებული პროდუქტები ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ვინც ასეთ საკვებს არ მიირთმევს, შეიძლება ადვილად გახდეს ავად.
წყარო: www.puphynuphy.ge; გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”