ფაფა

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

გონიერი მშობლები 1 წლამდე ჩვილის კვებისას ითვალისწინებენ პედიატრის რჩევებს.  მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საკმარისი რაოდენობის – დღიური ნორმის შესაბამისი – ფაფა მიირთვას, ხოლო ის, თუ როგორ განაწილდება ფაფის მოცულობა დღის განმავლობაში, დამოკიდებულია ჩვენი პატარას მადასა და გემოვნებაზე.
პედიატრების მიერ რეკომენდირებულია ფაფის შემდეგი მოცულობა:
6 თვის შემდეგ – 150 გრ
8 თვის შემდეგ – 180 გრ
9 თვის შემდეგ – 200 გრ
12 თვის შემდეგ – 200-300 გრ
1 წლის შემდეგ ბავშვს ფაფა შეგვიძლია მივცეთ 1-2 ჯერ დღეში.


ბავშვის რაციონში მარცვლეული პროდუქტების დიდი რაოდენობით არსებობა ორგანიზმში ჭარბი ნახშირწყლების დაგროვებას უწყობს ხელს, რამაც შეიძლებსა გამოიწვიოს პროალერგიული მოქმედება და სხეულის წონის მომატება.
ყოველთვის მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა: რაც არ უნდა უყვარდეს ჩვენს პატარას ფაფა, ორცხობილა და პური, მხოლოდ ამ საკვების მიღება არასწორი იქნება. ნუ დაგვავიწყდება ბოსტნეული და სხვა სასარგებლო საკვები პროდუქტი.
ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს:
მრავალფეროვანი საკვები, მეტი წილი უხეშად დაფქვილი ხორბლის პროდუქტებით; ხორციანი და ბოსტნეულის კერძები, თევზი კი კვირაში ერთხელ ან ორჯერ;
რძე და რძის პროდუქტები – ყოველდღე;
ხილი და ბოსტნეული ხშირად;
სითხე საკმაო რაოდენობით.

წყარო: www.puphynuphy.ge

….