ატმის ღვეზელი

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:
200გრ კარაქი
200გრ ხაჭო
400გრ მაწონი
3ც კვერცხი
3ჭ შაქარი
4ჭ ფქვილი
ვანილი, სოდა ძმრით
4ც ატამი (მოზრდილი)
მომზადების წესი:
1. ოდნავ შემთბარი კარაქი დავჭრათ კუბიკებად ჯამში, დავუმატოთ შაქარი, ფქვილი და ვანილი და ხელით ავურიოთ, ისე, რომ ფხვიერი მასა მივიღოთ.
მაწონში გავხსნათ ცოტაოდენი სოდა ძმრით და რომ ამოფუვდება ჩავასხათ ჯამში მომზადებულ მასაში.
შემდეგ ვამატებთ ხაჭოს და 1ც გახეხილ ატამს, კვერცხს და კარგად ავურევთ. ცომის მასა არ უნდა იყოს სქელი.
15-20 წუთით ცომს ვდებთ საყინულეში
2. მანამდე კი 3 ც მოზრდილ ატამს კანს გავაცლით და მსხვილ ნაჭრებად დავჭრით (ან კუბიკებად).
3. ცომს გამოვიღებთ საყინულედან, დავასხამთ ცხიმწასმულ ტაფაზე და ხელით ნელნელა გავაბრტყელებთ.
შემდეგ ზემოდან მოვაწყობთ ატმებს თანაბრად, ისე, რომ ოდნავ ჩავარჭოთ ცომის მასაში. ცხობას დაახლოებით 50 წთ დასჭირდება, საშუალო ცეცხლზე. ამ რეცეპტში ატმის ნაცვლად ალუბლებს თუ ჩააწყობთ, ესეც ძალიან გემრიელი გამოდის.

წყარო: www.puphynuphy.ge

….

Share this...Share on Facebook
Facebook