პასკა

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:
500 მლ. რძე
5 კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
200 გრ კარაქი
1 კგ. ფქვილი
200 გრ. ქიშმიში
1ჩ.კ საფუარი
მწიკვი მარილი
სანელებლები: მუსკატის კაკალი, ილი, ვანილი, ლიმონის ცედრა, ცუკატები გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. თბილ რძეს, საფუარს, მარილი, 1 ჭიქა ფქვილს მოვზელთ ისე, რომ ერთიანი თხელი მასა გახდეს. დავდგამთ თბილ ადგილას და 1 საათი გავაჩერებთ რომ საფუარი ამოვიდეს.


2. ცალკე ჯამში ჩავყაროთ შაქარი და კვერცხი, აურიოთ, დავუმატოთ ვანილი და სანელებლები.
3. კვერცხის და შაქრის ნარევი ჩავასხათ წინასწარ მომზადებულ და ამოსულ საფუარში. მოურიოთ, დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და წინასწარ გარეცხილი ქიშმიში. კარგად მოვცომოთ ხელით ან მიქსერით (სპეციალური ცომის ჩხირებით). შესქელებულ მასას დავასხათ გამდნარი და გაგრილებული კარაქი და განვარგძოთ ცომის ზელვა. როცა მიიღებთ ერთიან მასას და ხელზე აღარ მოგეკრობათ ცომი შეგიძლიათ დადგათ თბილ ადგილას თავდახურულ მდგომარეობაში. 1-2 საათი. ოთახის ტემპერატურა სასურველია იყოს 25გრადუსი.
4. ამოსული ცომი გავანაწილოთ, გავაკეთოთ პატარა გუნდები და ჩავდოთ ცხიმწასმულ და ძირზე ქაღალდდაფენილ ფორმებში. ისევ გავაჩეროთ ცომი ამოსასვლელად ახლა უკვე ფორმაში, 1საათი. ამოსული ცომი მზად არის გამოსაცხობად. გადაუსვათ თავზე კვერცხის ნარევი, გნებავთ თავზე მოაყარეთ ფერადი შაქრები თქვენი გემოვნების მიხედვით და შედგით გამოსაცხობად დაბალ ცეცხლზე, 90გრადუსზე და ვაცხობთ 40 წუთი.
5. გამომცხვარი პასკა ფრთხილად გადმოვიღოთ ფორმიდან. რომ გაცივდება მოაყარეთ შაქრის პუდრი ან დაასხით თეთრი მინანქარი, თქვენი სურვილის მიხედვით.

რჩევა: *ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
* თავზე წასასმელ კვერცხის გულს დაუმატეთ 1ს.კოვზი წყალი და მწიკვი შაქარი.
* ფორმად შეგიძლიათ გამოიყენოთ რკინის რძის ყუთები.

დალი ბიბას რეცეპტებიდან

წყარო: www.puphynuphy.ge

….