შარდის შეუკავებლობა

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობა, მყავს 57 წლის დედა. მან შარდის შეუკავებლობის გამო მიმართა ერთ-ერთ გინეკოლოგიურ კლინიკას, სადაც უთხრეს რომ მას ჰქონდა საშოს წინა კედლის დაწევა რაც არისო ამის მიზეზი. გაუკეთეს რაღაც პლასტიკური ოპერაცია, ორი თვე იყო შედარებით კარგათ (მაგრამ ბოლომდე არა), ხოლო ეხლა როგორც მანამდე, ეპარება შარდი. რა შეიძლება ეს იყოს?

პასუხი: პასუხი – შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა ქალებში უროლოგიის ცალკე განხრაა, რაც არის გამოყოფილი როგორც ქალთა უროლოგია. ამგავარი პრობლემით აუცილებელია მიმართოთ უროლოგს, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება ქალთა უროლოგიაში და უროგინეკოლოგიაში, რაც საქართველოში იშვიათია. პირადად მე მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ დარგში მუშაობის. თქვენ დედასთან დაკავშირებით არის საჭირო მეორე ოპერაცია უშუალოდ შარდის შეუკავებლობის გამო. რომ არ მოხდეს ამგვარი შემთხვევები, ჩემს პრაქტიკაში ერთდროულად ვაკეთებ ორივე ჩარევას როგორც შარდის შეუკავებლობის გამო, ასევე საშოს წინა კედლის დაწევის ანუ შარდის ბუშტის – ცისტოცელეს გამო. შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ოპერაცია გრძელდება 30 – 40 წუთი, ხოლო ქალი ეწერება კლინიკიდან მეორე დღესვე. ამ მინიოპერაციის ეფექტურობა უახლოვდება 100%, რაც ძალზედ დიდ შვებას აძლევს შარდის შეუკავებლობით დატანჯულ ქალს.

…..

1. მამაკაცთა უროლოგია

2. ქალთა უროლოგია

3. ზოგადი უროლოგია

4. კითხვარი ქალებისათვის

5. კითხვარი მამაკაცებისათვის

6. უროლოგის მომსახურებები

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>

გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>

_____________________________________