ალერგიული ალვეოლიტი

ალერგიული ალვეოლიტი

ალერგიული ალვეოლიტი, ალერგიული ალვეოლიტი – ეტიოლოგია, ალერგიული ალვეოლიტი – კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკა >>>

ალერგიული ალვეოლიტი წარმოადგენს ფილტვის ქსოვილის ალერგიული რეაქციას განსაზღვრულ ანტიგენზე, რაც ვითარდება ორგანული და არაორგანული მტვრის ჩასუნთქვისას,  შედეგად  აღინიშნება ალვეოლებისა და  ფილტვის ინტერსტიციული ქსოვილის დიფუზური დაზიანება.

ალერგიული ალვეოლიტი – ეტიოლოგია

ალერგიული ალვეოლიტის გამომწვევ ფაქტორებს მიეკუთვნება აქტინომიცეტები, მცენარეული ან ცხოველური (მაგ. მატყლი) მტვერი, ობის სოკო, ოთახის მტვერი, საკვები ანტიგენები (ყველი, სოკო, ფქვილი), მედიკამენტები.

ალერგიული ალვეოლიტი – კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკა

ალერგიული ალვეოლიტის კლინიკური სურათი ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ანტიგენის ჩასუნთქვიდან  3-8 საათის შემდეგ ვლინდება სველი ხველა, ნახველი შეიცავს სისხლის მინარევს, ასევე აღინიშნება ქოშინი, შემცივნება, იმატებს სხეულის ტემპერატურა, ვითარდება გამოხატული სისუსტე, თავის ტკივილი. აღინიშნება ოფლიანობა, ციანოზი. აუსკულტაციურად ფილტვების მთელ ზედაპირზე ისმინება წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. ანტიგენთან კონტაქტის შეწყვეტის შემთხვევაში დაავადების სიმპტომები ქრება 3-4 კვირაში. ქრონიკული მიმდინარეობისათვის დამახასიათებელია მუდმივი ქოშინი, ხველა ნახველის გამოყოფით,  ქრონიკული ბრონქიტისა და პნევმოსკლეროზის განვითარება, ფილტვების ემფიზემისა და  სუნთქვის უკმარისობის ჩამოყალიბება. დიაგნოსტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გამა–გლობულინის დონის მატება, მოცირკულირე იმუნური კომპლექსების მაღალი ტიტრი, დადებითი რეაქცია ლეიკოციტების ბლასტტრანსფორმაციაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ალერგოლოგია და იმუნოლოგია