ალერგიული რინიტი

ალერგიული რინიტი

ალერგიული რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხვირის “გაჭედვა“, რინორეა, ცემინება, ქავილი.

კლინიკური ფორმები

  • სეზონური ალერგიული რინიტი, რომლის კლინიკური გამოვლინება ვითარდება ყვავილობის პერიოდში;
  • წლიური ალერგიული რინიტი, მუდმივი ან ინტერმისიული  სიმპტომებით მთელი წლის განმავლობაში.

ითვლება, რომ ალერგიული რინიტით იტანჯება მთელი მოსახლების 15-20%, წარმოადგენს სასუნთქი გზების  ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ალერგიული რინიტის სიმპტომები ხშირად ვითარდება 20 წლის ასაკში, ხშირია ახლო ნათესავებშიც დამძიმებული ალერგიული ანამნეზი. ალერგიულ რინიტს საფუძვლად უდევს IgE-დამოკიდებული დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
სეზონური ალერგიული რინიტის გამომწვევ აეროალერგენებს ხშირად წარმოადგენს ამბროზიის მტვერი, ხეები (ადრეულ გაზაფხულზე), მცენარეები (გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში), სოკოები (ადრეული გაზაფხულიდან ზამთრის დასაწყისამდე).
წლიური ალერგიული რინიტის გამომწვევად გვევლინება ოთახის მტვერი, შინაური ცხოველების ანტიგენები, ობის სოკო, თამბაქოს კვამლი, პარფიუმერული ნაწარმი, სარეცხ საშუალებებში შემავალი ფერმენტები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ალერგიული რინიტის კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია დილაობით ცხვირცემინების შეტევები, ცხვირის, სასისა და ხახის  ქავილი, ცხვირის გაჭედვა,  წყლისებრი გამონადენი, ცხვირით სუნთვის გაძნელება, ცრემლდენა.

მკურნალობა

ალერგიული რინიტის მკურნალობა კომპლექსურია, მოიცავს ალერგენის ელიმინაციას, ანტიჰიტამინური პრეპარატების მიღებას, იმუნოთერაპიას (ჰიპოსენსიბილიზაციას), იშვიათად – კორტიკოსტეროიდების გამოყენებას.

ალერგიული რინიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ალერგიული რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია:
✔️ ცხვირის “გაჭედვა“;
✔️ რინორეა;
✔️ ცემინება;
✔️ ქავილი
🔗 განარჩევენ ალერგიული რინიტის ორ ფორმას:
➡️ სეზონური ალერგიული რინიტი – კლინიკური გამოვლინება ვითარდება ყვავილობის პერიოდში;
➡️ წლიური ალერგიული რინიტი – ხასიათდება მუდმივი ან ინტერმისიული სიმპტომებით მთელი წლის განმავლობაში
💊 ალერგიული რინიტის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს:
📎 ალერგენის ელიმინაციას;
📎 ანტიჰიტამინური პრეპარატების მიღებას;
📎 იმუნოთერაპიას (ჰიპოსენსიბილიზაციას);
📎 იშვიათად – კორტიკოსტეროიდების გამოყენებას
👉 შეიტყვეთ მეტი ალერგიულ რინიტზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3zedsqJ
#რინიტი #ალერგიულირინიტი #სეზონურიალერგიულირინიტი #წლიურიალერგიულირინიტი #ცხვირისლორწოვანიგარსისანთება #ცხვირისგაჭედვა #რინორეა #ცემინება #ქავილი #ალერგიულირინიტისსიმპტომები #ალერგიულირინიტისგამომწვევები #ალერგიულირინიტისმიზეზები #ალერგიულირინიტისმკურნალობა #ხველება #გამონადენიცხვირიდან #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ალერგოლოგია და იმუნოლოგია

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian