დისფორია

დისფორია

დისფორია წარმოადგენს გუნება-განწყობის დარღვევას, რომელიც ვლინდება დათრგუნულობით, გაბრაზებულ-მოწყენილი მდგომარეობით, გაღიანებადობით, რომელიც აღწევს სიძულვილის შეტევამდე და აგრესიის გამოვლინებამდე.  ადგილი აქვს ყველაფრის მიმართ  უკმაყოფილობას. როგორც წესი უეცრად იწყება,გარეგანი გამღიზიანებლის გარეშე, გრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში და ასევე უეცრად მთავრდება. აღინიშნება ეპილეფსიის, ოლიგოფრენიის, თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს, აგზნებადი ტიპის ფსიქოპათიების დროს. მკურნალობა დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე. რეკომენდებულია დასვენება, სედაციური და სიმპტომური მკურნალობა.

ფსიქიკური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დისფორია – გუნებ – განწყობის დარღვევა, როდესაც ჭარბობს ნაღველი, გაბოროტება, მოწყენილობა, შერწყმული გაღიზიანებასთან, აგრესიასთან, არც თუ იშვიათად – შიშთან. განსაკუთრებული სახესხვაობაა ეპილეფსიური დისფორია, რომელიც ხასიათდება იმპულსური ქმედებებით, ბოდვითი იდეებით, ცნობიერების დაბინდვით.

.