დისჰიდროზი

დისჰიდროზი წარმოადგენს მწვავე ან ქრონიკული მორეციდივე გამნაყარს ბუშტუკების სახით ხელისგულებზე, ფეხისგულებზე, დუნდულების გვერდით ზედაპირებზე. თითქოსდა ინკრუსტირებული კანის ზედაპირზე ჩნდება მრავლობითი წვრილი, გამჭვირვალე ბუშტუკები, რომელთაც თან ახლავს ალერგია და გაღიზიანება. ბუშტუკები შესაძლოა გაერთიანდეს და გარდაიქმნას ჩირკოვან გამონაყრად. აღინიშნება ასევე კანის შეშუპება და სიწითლე. ბუშტუკების სქელი საფარველის გამო არ ხდება მათი გახსნა.

დისჰიდროზი ითვლება ალერგიულ გამოვლინებად და ეკზემის, ტერფის სოკოვანი დაავადებისა და ზოგიერთი მედიკამენტის ან საკვების აუტანლობის დროს გვხვდება.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დისჰიდროზი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადება, რომელიც ვლინდება კანის სისქეში ღრმად განლაგებული, მრავლობითი ბუშტუკოვანი ელემენტებით, ამ ელემენტების უმნიშვნელო ქავილით, რომლებიც ძალიან წააგავენ საგოს მარცვლებს. უხშირესად ვითარდება წელიწადის ცხელ პერიოდში. ჩვეულებრივ ლოკალიზდება ხელისგულების და ფეხისგულების მიდამოებში, ხელის მტევნების და ტერფების ზურგის ზედაპირზე. დისჰიდროზის მიზეზებს წარმოადგენენ კანის ნერვულ – სისხლძარღვოვანი აპარატის დარღვევა, ქიმიურ და სამკურნალო ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. სიმპტომები. არც თუ იშვიათად, მტევნების და ტერფების კანზე ჩნდება აქერცვლის კერები, რომელთა დიფერენცირება გვიხდება სოკოვანი დაზიანებისგან (ეპიდერმო – და რუბროფიტიები).

.