თირკმლების ტოქსიური დაზიანება

თირკმლების ტოქსიური დაზიანება, თირკმლების ტოქსიური დაზიანება – ეტიოლოგია, თირკმლების ტოქსიური დაზიანება – კლინიკური სურათი, თირკმლების ტოქსიური დაზიანება – მკურნალობა >>>

თირკმლების ტოქსიური დაზიანება – ეტიოლოგია

თირკმლების ტოქსიური დაზიანება ვითარდება საკვებით (სოკოების, შხამიანი მცენარეების, უხარისხო საკვების გამოყენება), ბიოლოგიური (შხამიანი გველისა და მწერების ნაკბენი), პროფესიული საწარმოო შხამებით. განსაკუთრებული როლი ეკისრება ბოლო წლებში ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საქმიანობაში, რასთან დაკავშირებითაც გაიზარდა ტოქსიური ნეფრიტის განვითარების სიხშირე.

თირკმლების ტოქსიური დაზიანება

ორგანიზმში შხამები ხვდება სხვადასხვა გზით, კანისა და ლორწოვანი გარსების, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მეშვეობით, განსაკუთრებით შხამქიმიკატებთან მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაუცველობის შემთხვევაში.

თირკმლის პარენქიმაზე ტოქსიკურ გავლენას ახდენს თვითონ ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები. განაკუთრებით იოლად ხდება თირკმლის დაზიანება, უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების ფონზე.

თირკმლების ტოქსიური დაზიანება – კლინიკური სურათი

მწვავე ეგზოგენური მოწამვლის კლინიკურად გამოყოფენ ნეფროპათიის სამ ხარისხს: მსუბუქი, საშუალო და მძიმე. დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია ტოქსინის ხასიათზე, მის რაოდენობასა და შხამის ორგანზიმში მოხვედრის სიჩქარეზე, ასევე ორგანიზმის რეაქტიულობასა და კომპენსატორულ მექანიზმებზე.

მწვავე ნეფროპათიის მსუბუქი ფორმის დროს შესალოა განვითარდეს არამკვეთრად გამოხატული „შარდის სინდრომი“,რომელიც რამდენიმე დღეში ქრება. დაავადების საშუალო სიმძიმისას დამახასიათებელია მეტად გამოხატული ცვლილებები შარდის მხრივ, რაც შეინიშნება 2-3 კვირა და თან ახლავს გარდამავალი თირკმლის ფუნქციის დარღვევა ურემიის გარეშე. მწვავე ტოქსიკური ნეფროპათიის მძიმე ხარისხისას აღინიშნება თირკმლის ფუნქციის გამოხატული და მრავლობითი დარღვევები, რაც კლინიკურად მწვავე თირკმლის უკმარისობის სურათს ქმნის.
ქრონიკული მოწამვლისას კლინიკური სიმპტომები შედარებით სუსტადაა გამოხატული, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის სიმპტომები ვითარდება თანდათანობით, განსაკუთრებით თუ ქიმიურ ნივთიერებებთნ კონტაქტი ხანგრძლივად, წლების განმავლობაში ხდება.

თირკმლების ტოქსიური დაზიანება – მკურნალობა

თირკმლების დაზიანებასთან ბრძოლის მიზნით მწვავე მოწამვლებისას ინიშნება საშუალებები, რომლებიც შხამის ორგანიზმიდან გამოყოფას დააჩქარებს (ფორსირებული დიურეზი), ხდება ტოქსინების შებოჭვა და გაუვნებელყოფა (ანტიდოტები, ადსორბენტები). მძიმე შემთხვევებში მიმართავენ ჰემოდიალიზს, ჰემოსორბციას, სისხლის გამოცვლას.

ქრონიკული მოწამვლისას ნეფროპათიის ნიშნების გამოვლენისას დაუყონებლივ უნდა შეწყდეს კონტაქტი ქიმიურ ნივთიერებებთან. ინიშნება ვიტამინებით მდიდარი დიეტა, ადსორბენტები, ანტიდოტები, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები. თანდართულ მწვავე ან ქრონიკული თირკმლის უკმარისობისას საჭიროა შესაბამისი თერაპია.

თირკმლების ტოქსიური დაზიანების პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია მავნე ნივთიერებებთან კონაქტში მყოფი პირების რეგულარული  სამედიცინო მეთვალყურეობა, უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლი საწარმოებში მავნე ნივთიერებების დასაშვები კონცენტრაციაზე.

სოფია კიკნაძის FB პრეზენტაცია:

თირკმლების ტოქსიკური დაზიანებით, დარღვევების თვალსაჩინო ნიშნები დაუყოვნებლივ არ ყალიბდება. კლინიკური სურათი თანდათან ვითარდება და შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად:
  1.  1-3 დღე – აღინიშნება ტკივილები წელის არეში, სისუსტე, დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება. მასიური მოწამვლისას შარდი სისხლის გამო წითელ ელფერს იძენს;
  2. 2-4 დღე – ჩნდება შეშუპება სახეზე, გულისრევა, ღებინება, დიარეა. კანი და ლორწოვანი გარსები შრება, იძენს ყვითელ ელფერს და შესაძლოა დაიფაროს გამონაყარით;
  3. 5-7 დღე – მძიმე დაზიანების შემთხვევაში ირღვევა თავის ტვინის ფუნქცია: ჩნდება ჰალუცინაციები, კრუნჩხვითი სინდრომი, ლეთარგია.
  4. 10-30 დღე – , წყურვილი, სისუსტე, დაღლილობა. სხეულის წონა მადის ნაკლებობის გამო აგრძელებს კლებას.
დაინტერესდით? გაიგეთ მეტი სტატიაში:

გამოგვყევით სოც.ქსელებში: https://www.facebook.com/160167990698700/posts/5090724390976344/

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები