ენდოსკოპიური ქირურგია

ენდოსკოპიური ქირურგია

ენდოსკოპიური ქირურგია წარმოადგენს დაავადებების ოპერაციული მკურნალობის მეთოდს, როდესაც რადიკალური ჩარევები ხორციელდება საფარველის ფართე გაჭრის გარეშე, კანში წერტილოვანი განაკვეთების ან ბუნებრივი ფიზიოლოგიური ხვრელების გზით. 80 წლების ბოლოდან ეს ოპერაციები კეთდება ვიდეომონიტორის კონტროლის ქვეშ. პირველ რიგში ქირურგია მოიცავს მუცლის და გულმკერდის ღრუს ორგანოების ოპერაციებს – ლაპაროსკოპიური და თორაკოსკოპიური ჩარევები. ზუსტადაც ენდოქირურგიამ მოგვცა საშუალება რადიკალურად შეგვეცვალა ოპერაციების წარმოაების გზა და გადავსულიყავით  მინიმალურად ინვაზიური ჩარებესაკენ. მინიმალურად ინვაზიური ქირურგია წარმოადგენს ქირურგიას, რომელიც საშუალებას იძლება წარმოებულ იქნას რადიკალური ოპერაციები ჯანსაღი ქსოვილების სტრუქტურის და ფუნქციის  მინიმალური დაზიანებით.

მინიმალურად ინვაზიური  ქირურგიის დარგს მიეკუთვნება ენდოსკოპიური ოპერაციები, რომლებიც ხორციელდება ბუნებრივი ფიზიოლოგიური ხვრელების გავლით (კუჭის და მსხვილი ნაწლავის პოლიპების მოცილება, ტრანსდუოდენალური პაპილოსფინქტეროტომია, ტრანსურეთრალური ჩარევები), ღრუების და სივრცეების ტრანსკუტანეური პუნქციური დრენირება ექოსკოპიის და კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით, ასევე სხვა პროცედურები.

ენდოქირურგიის უპირატესობა ტრადიციულ ქირურგიასთან შესაძლებელია ფორმულირებული იყოს შემდეგნაირად:

– ოპერაციის ტრავმატულობის შემცირება;

– დაზიანებული ქსოვილების მოცულობა, სისხლის დანაკარგი და ტკივილები ოპერციის შემდგომ არსებითად მცირეა;

– ამ ტექნოლოგიის მრავალი უპირატესობა პირდაპირ დაკავშირებულია მცირე ტრავმატიზმთან;

– გართულებათა სიხშირის და სიმძიმის შემცირება;

– ისეთი ტრადიციული გართულებები, როგორიც არის ევენტერაცია ან უზარმაზარი თიაქრების წარმოქმნა საერთოდ არ გვხვდება ენდოქირურგიაში;

– ნაწლავების პოსტოპერაციული დამბლა, შეხორცებითი დაავადება ან ფილტვისმიერი გართულებები ვითარდება მნიშვნელოვნად იშვიათად, ვიდრე ღია ოპერაციების დროს;

– ნაკლებად ინფიცირდება საოპერაციო  ველი;

– არ ხდება შინაგანი ორგანობის სეროზული ზედაპირების გაცივება და გამოშრობა, რაც ამცირებს შეხორცებების განვითარების ალბათობას;

– პაცინეტის ოპერაციის შემდეგ სტაციონარში დაყოვნების ვადის შემცირება;

– სასიცოცხლო ფუნქციების წრაფად აღდგენა, ჰოსპიტალური პერიოდის ხანგრძლივობა 2-5-ჯერ ნაკლებია;

– პოლიკლინიკური სამსახურის შესაბამისი ორგანიზაციისას მრავალი ჩარევა ხორციელდება ამბულატორიულად;

– შრომისუნარიანობის დაკარგვის და ცხოვრების ჩვეულებრივი სტილის დაბრუნების ვადები 3-4-ჯერ ნაკლებია;

– მკურნალობის საფასურის შემცირება. მიუხედავად იმისა რომ  ენდოსკოპიური ჩარევებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობები ზრდიან მკურნალობის საფასურს, მკურნალობა ზოგადად 20-25% ნაკლები ჯდება ჰოსპიტალური პერიოდის ვადის შემცირების, მედიკამენტების ნაკლებად საჭიროების და პაციენტის სწრაფი რეაბილიტაციის ხარჯზე.

– კოსმეტიკური ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქალებისათვის;

– სამკურნალწამლო პრეპარატების მოთხოვნილების შემცირებას გააჩნია არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ პროფილაქტიკური მნიშვნელობა.

__________________________________________

გადასვლა  ,,ენდოქირურგია”