გლუკოზა შარდში

ჯანმრთელი ადამიანის შარდში ნორმაში გლუკოზა ძალიან დაბალი კონცენტრაციითაა და არ ვლინდება კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევისას.  გლუკოზურია – შარდში გლუკოზის არსებობა, აღინიშნება სხვადასხვა ეტიოლოგიის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევისას. თირკმლის ფილტრის გავლისას გლუკოზა რეაბსორბირდება უკან სისხლში ნეფრონის პროქსიმალური მილაკების მიერ, თუმცა მხოლოდ ზღვრული რაოდენობით, ამიტომაც როდესაც სისხლში  გლუკოზა აღემატება გარკვეულ დონეს, ზედმეტი გლუკოზა ხვდება შარდში. ამ ზღვარს ეწოდება „თირკმლისმიერი ზღურბლი“. „თირკმლის მიერი ზღურბლი ინდივიდუალურია, თუმცა ჯდება გარკევეულ დიაპაზონში და შეადგენს 6 – 15 მმოლ/ლ-ს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გლუკოზურიის მიზეზი ან სისხლში გლუკოზის დონის მატებაა ან თირკმლის მიერ გლუკოზის რეაბსორბციის დარღვევა – რენული გლუკოზურია. ამ უკანასკნელის დროს სისხლში გლუკოზის დონე ნორმაშია. რენული გლუკოზურია ვლინდება ორსულებში, ფანკონის სინდრომის (თირკმლის მილაკების მირ გლუკოზის შეწოვის თანდაყოლილი მემკვიდრული დეფექტი) და თირკმლების ტუბულოინტერსტიციალური დაზიანების დროს.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


შარდში ერთჯერადად  გლუკოზის აღმოჩენა არ არის საკმარისი გლიკემიაზე ეჭვის მისატანად, რადგანაც  თირკმლისმიერი ზღურბლი საკმაოდ ვარიაბელურია ცალკეულ პირებში. მიუხედავად ამისა დიდ უმეტესობაში გლუკოზურია  შაქრიანი დიაბეტის სიმპტომია და მისი გამოვლინებისას აუცილებელია ამ მიმართულებით სხვა გამოკვლევების ჩატარება.  შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრისათვის აუცილებელია შარდში გლუკოზის მონიტორინგი.

ზომიერი გლუკოზურია აღინიშნება ჯანმრთელ პირებში, ეპიზოდურად დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებისას. ეს არის ე.წ. ფიზიოლოგიური გლუკოზურია, რაც ასევე შეიძლება აღინიშნოს ემოციური დაძაბულობის, სტრესის, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას, როგორიცაა: კოფეინი, ფენამინი, კორტიკოსტეროიდები. ნორმაში შარდში გამოიყოფა 0.8 მმოლ/ლ გლუკოზა ერთეულ პორციაში და 1.6 მმოლ/ლ-მდე დღიურ შარდში.

გლუკოზურია აღინიშნება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  •  შაქრიანი დიაბეტი
  • პოსტგასტრექტომიური დემპინგ – სინდრომი
  • თირეოტოქსიკოზი
  • აკრომეგალია
  • კუშინგის სინდრომი
  • თირკმელზედა ჯირკვლის  ქერქის ჰიპერპლაზია
  • მძიმე ტრავმები
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • სისხლძარღვოვანი კოლაფსი
  • კორტიკოსტეროიდების პერორალური მიღება
  • დამწვრობა
  • ინფექციები
  • ფეოქრომოციტომა
  • თირკმლების ტუბულოინტერსტიციალური დაზიანება
  • ნორმალური ორსულობა

შარდში გლუკოზის დონის დაქვეითებას დიაგნოსტიკური ღირებულება არ გააჩნია.

გლუკოზურიის შეფასება უნდა მოხდეს  დღიური შარდის მოცულობისა და ნახშირწყლებით მდიდარი, მიღებული საკვების გათვალისწინებით.

შარდში გლუკოზის დონის შეფასება უნდა მოხდეს  შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისას, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების (პანკრეატიტი, სიმსივნები) დროს და ენდოკრინული პათოლოგიების შემთხვევაში, როგორიცაა ფარისებრი  და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები.
შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრისათვის უნდა შეგროვდეს დღიური შარდი. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე არ უნდა იქნეს მიღებული ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც შეუცვლიან შარდს შეფერილობას, შეძლებისდაგვარად თავი უნდა ავარიდოთ მედიკამენტების მიღებას, განსაკუთრებით დიურეტიკები,  B ჯგუფის ვიტამინები, ფურანგინი, ანტიპირინი, ასპირინი. შარდი შეგროვების შემდეგ უნდა ინახებოდეს მაცივარში.

შარდში გლუკოზის განსაზღვრაზე გავლენას ახდებს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ცვლიან რეალურ შედეგებს.

ეს ფაქტორებია:

  • შარდის ხანგრძლივი შენახვა ან დაბინძურება განავლოვანი მასებით
  • გამოკვლევის შედეგს ზრდის: კარბამაზეპინი, კორტიკოსტეროიდები, თიროქსინი, ნიკოტინის მჟავა, ლითიუმის კარბონატი, ეტაკრინის მჟავა, ფუროსემიდი, თიაზიდი
  • გამოკვლევის შედეგს ამცირებს: ასკორბინის მჟავა, ასპირინი, ლევოდოპა, ვერცხლისწყლის შემცველი დიურეტიკები, დიპირონი

ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..