Tag Archives: გლუკოზა შარდში

გლუკოზა შარდში

ჯანმრთელი ადამიანის შარდში ნორმაში გლუკოზა ძალიან დაბალი კონცენტრაციითაა და არ ვლინდება კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევისას.  გლუკოზურია – შარდში გლუკოზის არსებობა, აღინიშნება სხვადასხვა ეტიოლოგიის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევისას. თირკმლის ფილტრის გავლისას გლუკოზა რეაბსორბირდება უკან სისხლში ნეფრონის პროქსიმალური მილაკების მიერ, თუმცა მხოლოდ ზღვრული რაოდენობით, ამიტომაც როდესაც სისხლში  გლუკოზა აღემატება გარკვეულ დონეს, ზედმეტი გლუკოზა ხვდება შარდში. ამ ზღვარს ეწოდება „თირკმლისმიერი ზღურბლი“.

Read More