თაბაშირი

..

თაბაშირი – მინერალი. ბუნებაში გვხვდება წყლიანი კალციუმის გოგირდმჟავა მარილის (CaSO4•2H2O) სახით. სუფთა ბუნებრივი თაბაშირის ქიმიური შემადგენლობა: CaO (32,56%), SO3 (46-51%), H2O (20,93%). მას კრისტალური სტრუქტურა აქვს. კრისტალები გამჭვირვალეა, უფერო, მაგრამ სხვადასხვა მინარევის გამო არის მოყვითალო, ვარდისფერი, მუქი და შავიც. მოცულობითი წილი 2,2-2,4; სიმაგრე ბრინელის მიხედვით 1,5-2 კგ/მმ2. მიეკუთვნება შემბოჭველ სამშენებლო მასალებს. მრეწველობაში  მიიღება ნახევრადწყლიანი თაბაშირი CaS04•0,5Н2O: სამშენებლო, საყალიბო, ზემტკიცე, სამედიცინო.

იხილეთ აგრეთვე: თაბაშირის სახვევითაბაშირიგიფსისმიერი დერმატიტი

.