პაპილომატოზი

..

პაპილომატოზი – (სტომატ.) ლორწოვანი გარსის დვრილოვანი შრის წანაზარდი. გამოდის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დონეზე, არღვევს მის კონფიგურაციას. წარმონაქმნი ხშირად მრავალწილაკიანია, წარმოადგენს არაღრმა ღარებით დაყოფილ ერთად შერწყმულ ცალკეულ წილაკებს. შეიძლება იყოს პირველადი, ხშირად თანდაყოლილი ან მეორადი (ქრონიკული ტრავმის შემდეგ). ხანგრძლივად არსებულმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ცლკეული წილაკების ან მნიშვნელოვანი ნაწილის გარქოვანება. ზოგჯერ, ტრავმის გამო ვითარდება სისხლდენა და ანთებითი მოვლენები. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>