პაპილომა

..

პაპილომა – (სტომატ.) კეთილთვისებიანი სიმსივნე. შედგება შემაერთებელქსოვილოვანი ფუძისა და მზარდი ეპითელური მფარავი შრისგან. ხშირად ერთეულია, მაგრამ აღინიშნება მრავლობითიც (პაპილომატოზი). პაპილომის ზომები განსხვავებულია: 1-2 მმ-დან 2-3 სმ-მდე დიამეტრის. პაპილომა უმტკივნეულოა, ხშირად შემთხვევით აღმოჩნდება. ენის წვერზე მდებარეობისას იწვევს დისკომფორტს, დაზიანებისას სისხლმდენია. კონსისტენციის მიხედვით არის მკვრივი და რბილი. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>